დონალდ ტრამპმა ფხენიანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ ახალი სტრატეგია კანონმდებლებს გააცნო. სენატი მან სრული შემადგენლობით თეთრ სახლში მიიწვია. ტრამპის სტრატეგია ჩრდილოეთ კორეისთვის ახალი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. პარალელურად, შეერთებული შტატები ფხენიანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამის შესაჩერებლად დიპლომატიურ ძალისხმევას გაააქტიურებს.