Black Sea Jazz Festival "-ი ბათუმის ჩოგბურთის კლუბის ნაცვლად, შესაძლოა, სასტუმრო "შერატონ ბათუმის" Ball Room -ში გაიმართოს.
ფესტივალის მიმდინარეობის დღეებში სასტუმროს ყველა ნომერი უკვე დაჯავშნულია.
როგორც ფესტივალის ორგანიზატორები განმარტავენ, ბათუმის ჩოგბურთის კლუბის ხელმძღვანელობამ მათ ფესტივალის დასრულების შემდეგ კორტების დაზიანებული საფარის აღდგენა მოსთხოვა.
ფესტივალის ბილეთის ღირებულება ერთი დღით 50 ლარი იქნება. ბილეთის შეძენა თბილისში, ფილარმონიის სალაროში, ბათუმში კი სატუმრო "ინტურისტში", "კალიფსო თრეველის" ოფისშია შესაძლებელი.
ბათუმი "ბლექ სი ჯაზ-ფესტივალს" 15-18 ივლისს უმასპინძლებს.
წინა წლების მსგავსად, წლევანდელ ფესტივალსაც მსოფლიოს ცნობილი ჯაზ-ვარსკვლავები ესტუმრებიან. ქართველი მსმენელების წინაშე წარდგებიან მაიკ სტერნის ბენდი და რენდი ბრეკერი, "როი ჰარგროუს კვინტეტი", ერ ეიჩ ფექტორი, ბრენდ ნიუ ჰევის, ასტროჯორჯია, ჰიუ მასეკელა და მისი ბენდი, აგრეთვე, ქართველი შემსრულებლებიც - ჯგუფი "ნიმო", გიორგი მიქაძე და ბექა გოჩიაშვილი.
ჯაზ-ფესტივალს 15 ივლისს ბექა გოჩიაშვილის ტრიო და ბრენდი "ნიუ ჰევი" გახსნის.