საპარალმენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე სამედიცინო აპარატურის მოწოდების დაბეგვრით სამედიცინო მომსახურეობის გაძვირებას ვარაუდობს. როგორც ვეფხვაძე განმარტავს, თუკი საავადმყოფოს მაღალ ფასში მოუწევს ტქნიკის შეძენა, ის იძულებული იქნება, მომსახურება გააძვიროს. თუმცა, ვეფხვაძის აზრით, შესაძლოა, საავადმყოფომ ტექნიკის განახლებაზე აღარ იზურნოს და კლიენტებს ძველი აპარატიურით მოემსახუროს, რადგან კარგად ეცოდინება, რომ იქ სადაც ძველი აპარატურაა და იაფი ღირს მომსახურეობა, ავადმყოფი მათთან წავა და მისი ძვირადღირებული სერვბისით აღარავინ ისარგებლებს.
შეგახსენებთ, რომ ახალი საგადასახადო კოდექსის თანახმად, იბეგრება მხოლოდ სამედიცინო აღჭურვილობის მოწოდება და არა სამედიცინო მომსახურება.