ყირგიზეთში რეფერენდუმის ჩატარებას, რომელიც 27 ივნისს გაიმართება ეუთოს წარმომადგენლები არ დააკვირდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზად ეუთო ყირგიზეთში უსაფრთხოების არ არსებობას ასახელებს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ყირგიზეთის სამხრეთ რაიონში მომხდარ არეულობის დროს ოფიციალური ინფორმაციით 251 ადამიანი დაიღუპა.