ნოვაია გაზეტამ ჩეჩნეთში ჰომოსექსუალების დევნაზე მასალები საგამოძიებო ორგანოებს გადასცა. დოკუმენტაციაში ის 26 პირიცაა შეყვანილი, რომლებზეც რეპრესიები განხორციელდა. არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პირთა ლიკვიდაციისა და წამების შესახებ გაზეთში სკანდალური სტატია თვის დასაწყისში გამოქვეყნდა, რასაც გროზნოს მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. ჩეჩნეთის ხელისუფლება სტატიაში მოყვანილ ფაქტებს ფაბრიკაციას უწოდებს.