თურქეთი რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადას უგრძელებს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება ძალაში შევა, რუსეთის მოქალაქეებს თურქეთის ტერიტორიაზე უვიზოდ ყოფნის უფლება ნაცვლად 60-სა, 90 დღით შეეძლებათ.