სომხეთში ტრაგიკულ თარიღს აღნიშნავენ. ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915 წელს მოწყობილი გენოციდი ერევნის ცენტრალურ მოედანზე ხმაურიანი მსვლელობებით აღნიშნეს. აქციის მონაწილეებმა თურქეთის დროშები დაწვეს და გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი ანთებული სანთლებით ციცერნაკაბერდის მემორიალთან მიაგეს. მსვლელობები გაიმართა გიუმრიში, იჯევანში, არმავირსა და სხვა ქალაქებში. დღეს მემორიალთან სომხეთის პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის სპიკერი და სხვა ოფიციალური პირებიც მივლენ.