ავღანეთის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა 200-ს აღემატებოდეს. ამის შესახებ მაზარი-შარიფის ადმინისტრაცია იტყობინება. ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი დაღუპულთა რიცხვი 120-ს არწევს. თავდასხმა მაზარი-შარიფის ბაზაზე 2 დღის წინ განხორციელდა. თალიბებმა ბაზაზე სამხედრო ფორმებში გადაცმულებმა შეაღწიეს და ცეცხლი გახსნეს. რამდენიმე მათგანმა ყაზარმებთან თავი აიფეთქა.