ლუგანსკში მომხდარ ინციდენტს ვაშინგტონი ეხმაურება. საგანგებო განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა. ტულერსონის უწყებამ რუსეთს უკრაინის სეპარატისტული რეგიონების ლიდერებზე გავლენის მოხდენისკენ მოუწოდა და ტრაგიკული ინციდენტის ობიექტური გამოძიება მოითხოვა. ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მანქანა გუშინ სოფელ პრიშიბთან ნაღმზე აფეთქდა, რასაც ერთი დამკვირვებელი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა. ლუგანსკის დეფაქტო ლიდერების ინფორმაციით, გარდაცვლილი ამერიკის მოქალაქეა, კიევის ინფორმაციით კი გარდაცვლილი ბრიტანელია. მძიმედ დაშავდა გერმანელი მონიტორიც, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.