ემანუელ მაკრონი მილოცვებს იღებს. ერთ-ერთი პირველი, ვინც საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურში გამარჯვებულ კანდიდატს მეორე ტურში გადასვლა მიულოცა, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი ფედერიკა მოგერინი იყო. მაკრონს გამარჯვება მიულოცეს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან კლოდ იუნკერმა და ევროპარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ მარტინ შულცმაც.