ნასას საჰაერო ხომალდი „კასინი“, ამ კვირაში საბოლოოდ მიუხალოვდება სატურნის ნისლით დაფარულ მთვარე ტიტანს. ხომალდის ციურ სხეულთან მიახლოება, მისიის საბოლოო შესაძლებლობაა შეისწავლოს ზედაპირზე არსებული ნახშირწყალბადის თხევადი ტბები და ზღვები, რომლებიც მთვარის ჩრდილოეთ პოლარულ რეგიონშია განლაგებული. ხომალდი გამოიყენებს მულტიფუნქციურ რადარს, რათა უკანასკნელად შეაღწიოს ატმოსფერულ ნისლში და აღბეჭდოს ზედაპირის დეტალური სურათები.
ტიტანთან მიახლოება 21 აპრილის, 23:08 წუთზეა ნავარაუდები ( 2:08, 22 აპრილი, აღმოსავლეთის დროით). მისიის განხორციელებისას, კასინი ტიტანის ზედაპირს 21,000 კილომეტრი საათში სიჩქარით, 979 კილომეტრზე მიუახლოვდება.
კასინის რადარი ტიტანის მეთანური ზღვების ცვლილებას დააკვირდება და შეეცდება პატარა ტბების სიღრმისა და განლაგების სტრუქტურის პირველადი და საბოლოო კვლევები შეაჯეროს. რადარი ასევე გამოიკვლევს ტიტანის „მაგიურ კუნძულს“, იდუმალებით მოცულ მახასიათებელს, რომელმაც ფორმა მრავალჯერ შეიცვალა. მეცნიერები კიდევ ერთხელ შეეცდებიან ახნან ამ თვისების არსი და დაადგინონ ეს ტალღებია, გიგანტური ბუშტები, მცურავი ქიმიური წარმონაქმნები თუ რაიმე ჯერჯერობით აუხსნელი მოვლენები.
ეს მიახლოება არის ხომალდისათვის 127-ე მისია და კასინის დიდებული დასარულის წინა სამზადისი, როცა ის სატურნის რკალსა და მის ზედაპირს შორის 22 დაშვებას განახორციელებს, რათა მეცნიერებს უტყუარი ინფორმაცია მოაწოდოს, წარმოქმნის ასაკზე, მასასა და გრავიტაციულ თვისებებზე. 21 აპრილის, ტიტანის გრავიტაცია ხომალდს სატურნისაკინ განიზიდავს და თანდათან დაიახლოებს. საბოლოოდ კი პლანეტის რკალსა და ატმოსფეროს შორის გაჩერდება და 22 დაშვებას განახორციელებს. კასინის ხომალდი მისიას გრანდიოზული ფინალით 15 სექტემბერს დაასრულებს.