რუსულმა "გაზპრომმა" ბელორუსისათვის გაზის მიწოდების სადღეღამისო ნორმა უკვე 30 %-ით შეამცირა. განცხადება ამის შესახებ "გაზპრომის" ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა დღეს გააკეთა. გამოდის, რომ რუსულმა გაზის მონოპოლისტმა იგნორირება მოახდინა რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის დაპირებისა, რომელმაც განაცხადა, რომ ბელორუსში გაზის მიწოდება 15 % ზე მეტით არ შემცირდება და დასძინა, რომ "ამას იგი ბელორუსი მომხმარებლებისადმი განსაკუთრებული გამოკიდებულების გამო გააკეთებს".
ამავდროულად ბელორუსის ვალ შესაძლოა 197 მილიონი აშშ დოლარიდან 250 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდოს. მინსკმა პირობა დადო, რომ დავალიანებას 5 ივლისამდე გადაიხდის, მაგრამ "გაზპრომი" ამტკიცებს, რომ ამდენს ვერ მოიცდის.
აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში თუკი ეს სიტუაცია უმოკლეს ვადაში არ დარეგულირდა, "გაზპრომის" მიერ მინსკისათვის გაზის სადღეღამისო ნორმის მიწოდება შეიძლება 85 % მდე შემცირდეს. "გაზპრომის" ამ გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი უჭერს მხარს.