იმერეთში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთში მდინარე წაბლარის წყალზე 12 მგვტ სიმძლავრის ჰესი "წაბლარი 2" აშენდება.
მშენებლობასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირთა განაცხადები ენერგეტიკის სამინისტროში 21 ივლისის ჩათვლით მიიღება.
განაცხადების მიღებისა და გაცნობის შემდეგ მთავრობა საუკეთესო პირობების მქონე ინვესტორს შეარჩევს და სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა კონკრეტულად ვინ ააშენებს აჭარაში ახალ ჰესებს.