თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა რ.შ.-ს და ზ.შ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვა. საქმის განხილვა ჩატარდა დახურულ სასამართლო სხდომაზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით, რ.შ. მსჯავრდებულ იქნა მისი შვილის 13 წლის ნ.შ.-ს გაუპატიურებისა და მის მიმართ გამხორციელებული ძალადობრივი სექსუალური კონტაქტისათვის, ხოლო ზ.შ. მსჯავრდებულ იქნა მისი დის _ ნ.შ.-ს გაუპატიურებისათვის. სასამართლომ, ორივე განსასჯელის მიმართ დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი, რ.შ.-ს - 14 წელს მიუღწეველი პირის გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ბრალდებით, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ 30 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო ზ.შ.-ს 14 წელს მიუღწეველი პირის გაუპატიურების ბრალდებით - 13 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ჩატარებული სასამართლო გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ 2009 წლის ივნისის თვის დასაწყისში, რ.შ.-მ თბილისში, საბურთალოს რაიონში მდებარე მისსავე საცხოვრებელ ბინაში ისარგებლა იმ გარემოებით, რომ ის და მისი ქალიშვილი _ ნ.შ. მარტო იმყოფებოდნენ სახლში, ძალის გამოყენებით დააგდო იგი ლოგინზე, გახადა ტანსაცმელი და მიუხედავად ნ.შ.-ს წინააღმდეგობისა ძალადობით დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი.
სასამართლო გამოძიებით ასევე დადგენილი იქნა, რომ 2009 წელს ზ.შ. იმყოფებოდა რა სახლში, ისარგებლა იმ გარემოებით, რომ ის და მისი და _ ნ.შ. სახლში იმყოფებოდნენ მარტო და მასთან ძალადობით დაამყარა სქესობრივი კავშირი. საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით, დადგენილია რომ ზ.შ. არის ნ.შ.-ს მუცლადმყოფი ნაყოფის ბიოლოგიური მამა.