დღეს, 22 ივნისს, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია სამხრეთ-აღმოსავლეთ სახალხო კოლეჯის დეკანს, პროფესორს, როტარი კლუბის " სამხრეთ ლინკოლნის რეგიონის 56-50" პრეზიდენტს, ტომას ქარდველის შეხვდება.
შეხვედრისას გიორგი ბარამია და ტომას ქარდველი აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლე-ახალგაზრდების გაცვლით პროგრამებსა და საზაფხულო-სასწავლო ბანაკების შექმნის შესახებ ისაუბრებენ.
შეხვედრა დღეს, 13:00 საათზე აფხაზეთის მთავრობაში გაიმართება.