მამაკაცებში ხანგრძლივი უმუშევრობა აჩქარებს დაბერების პროცესს. ასეთი აღმოჩენა გააკეთეს ფინეთის ოულუს უნივერსიტეტისა და ლონდონის საიმპერიო კოლეჯის მკვლევარებმა. მათი მონაცემებით, მამაკაცები, ვინც ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ მუშაობენ, თანატოლებთან შედარებით გაცილებით სწრაფად ბერდებიან. მკვლევარებმა გააანალიზეს 1966 წელს დაბადებული 5500 ფინელი მამაკაცისა და ქალის დნმ-ის ნიმუში.
მეცნიერებმა შეადარეს 1997 წელს აღებული ნიმუშის ტელომერის სიგრძე, მაშინ მონაწილეები 31 წლის იყვნენ. 17 წლის შემდეგ კვლევებმა აჩვენა, რომ მამაკაცებს, რომლებიც ორი და მეტი ხნის განმავლობაში არ მუშაობენ, ხშირ შემთხვევაში ტელომერის სიგრძე მოკლე აქვთ, ვიდრე სტაბილურად მომუშავე კვლევის მონაწილეებს.
ადამიანებს ტელომერი მთელი ცხოვრების განმავლობაში უმოკლდებათ და მათი სიგრძე ბიოლოგიური დაბერების შეფასების კრიტერიუმია. რაც უფრო მოკლეა ის, მით უფრო მაღალია სხვადასხვა დაავადებისა და ნაადრევი სიკვდილის რისკი.
ქალებში ეს არ შეინიშნება. შესაძლოა, უმუშევრობა ნაკლებად საზიანოა ქალებისთვის ან იქნებ მეცნიერებს არ ეყოთ მონაცემები, აცხადებს საიმპერიო კოლეჯიდან ჯესიკა ბაკსტონი.
ხოლო ოულის უნივერსიტეტის დოქტორის ლინ ალა-მურსულის აზრით, ექსპერიმენტის შედეგებმა აჩვენა, რომ სამუშაოს შენარჩუნება უნდა გახდეს ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის განუყოფელი ნაწილი.