ლილოს დასახლებაში, შპს "გზა მშენებელი 11"-ის ცენტრალურ ოფისთან, საწარმოს 20 მდე თანამშრომელი შიმშილობას განაგრძობს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, რამდენიმე წუთის წინ გზის მშენებლებს საწარმოს დირექტორი როსტომ მიქაუტაძე შეხვდა და პრობლემის გადაჭრას დაჰპირდა, თუმცა აქციის მონაწილეები შიმშილობის შეწყვეტას მანამ არ აპირებენ, ვიდრე მათ მიმართ არსებულ 8 თვის სახელფასო დავალიანებას არ დაფარავენ.
აქციას ორგანიზებას საქართველოს პროფკავშირბის გაერთიანება უწევს და მოლაპარაკებებშიც მონაწილეობს.