, „ Luke Skywalker“-ის მშობლიური პლანეტა ტატუინი, ცაში 2 მზით, „ვარსკვლავურ თამაშებში“ გამოიყურება როგორც გამომშრალი და უდაბნოს ქვიშით დაფარული სამყარო. სინამდვილეში კი, დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ ნასას „კეპლერის“ ტელესკოპს მის აღმოჩენაში, რადგან ბივასკვლავურ სისტემაში შეიძლება არსებობდეს სიცოცხლე. მეცნიერებს კი აინტერესებთ: შესაძლებელი იქნება თუ არა მასზე სიცოცხლის არსებობა, თუ დედამიწის ზომის პლანეტა 2 ვარსკვლავის ორბიტაზე იმოძრავებს?!
ვარაუდობენ, რომ თუ ამ პლანეტას ვარსკვლავებიდან შესაბამისი დისტანცია ექნება ფილმში წარმოდგენილი ქვიშა აღარ იარსებებს და მეტიც, ძალიან სტუმართმოყვარეც შეიძლება გამოდგეს. ახალმა კვლევამ, რომელიც გამოცემა „Nature Communications“-მა ჩაატარა უჩვენა, რომ ასეთი ტიპის დისტანციებში და 2 მზის პირობებში, რომელთაგან ერთი სტუმარი ვარსკვლავის ფუნქციას ასრულებს, პლანეტა რომელიც იტევს წყალს ძალიან დიდი ხნის მანძილზე შეძლებს შინარჩუნოს სიცოცხლისათვის საჭირო თვისებები.
„ ჩვენი მოტივაცია გააძლიერა ნასას პროპულსიურმა კვლევებმა, რომლებიც პოტენციურად დასახლებად პლანეტებს იკვლევენ (ბოლო კვლევას წარმოადგენდა კეპლერ 35-ის სისტემა, რომელიც დედამიწაზე 8-ჯერ დიდია). ეს მოითხოვს ძალიან დიდ ძალისხმევას და დაკვირვების უნარს, რადგან ტექნოლოგიური რევოლუციის მიუხედავად ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს შესაძლებლობა სწრაფად გადავადგილდეთ, თუმცა „Jet Propulsion Laboratory“-ს ნაშრომები გვიდასტურებს, რომ ბივარსკვლავური მზის სისტემის პლანეტები საკვლევად უფრო საინტერესოა“,- განცხადა მეცნიერმა სიგფილდ იგელმა
ეგზოპლანეტის კვლევაში, მეზცნიერები ყრადღებას უთმობენ „დასახლებად ზონას“, ცვალებად დისტანციას მზის გარშემო, სადაც დედამიწისნაირი პლანეტის და მასზე თხევადი წყლის არსებობის ყველაზე მეტი შანსია. იმის გამო, რომ ორი ვარსკვლავი ერთმანეთის გარშემო ბრუნავს, „დასახლებადი ზონის“ არსებობა ემყარება დისტანციის ცენტრალურ მასას, რომლის გარშემოც მოთავსებულია ეს მზეები. ამას ართულებს ის ფაქტის,რომ პლანეტა ასეთ შემთხვევაში არ უნდა მოძრაობდეს წრეზე, მისი ტრაქეტორია უნდა მერყეობდეს ამ ორი ვარსკვლავის გრავიტაციული მიზიდულობით.
ტემპერატურული ცვალებადობა არ იქნება წინააღმდეგობრივი, რადგან დედამიწაზეც ვხვდებით მკვეთრად ვარიაციულ ტემპერატურას. დღის განმავლობაში უდაბნოში +50 დან -15 გრადუსზე მერყეობს ტემპერატურა, მთავარი განსხვავება აქ ორთქლის(წყლის ორთქლის) მოცულობაშია, რომელიც მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს.
თუმცა, რაც უფრო ვუახლოვდებით ვარსკვლავს, „ დასახლებადი ზონის“ შიდა ზღვარი და ზედაპირის ტემპერატურის საშუალო - მუდმივია. ეს იმიტომ, რომ უფრო მეტი აორთქლებული წყალია ატმოსფეროში, რაც ჰიპოთეტურ პლანეტაზე ბუფერულ მდგომარეობას წარმოქმნის და სიცოცხლისათვის საჭირო კიდევ უფრო მეტ პირობას გვთავაზობს.
კიდევ ერთი მახასიათებელი ამ სწავლების კლიმატური მოდელია, რომელსაც თუ დედამიწას შევადარებთ, წყლით დაფარული პლანეტის ბივარსკვლავური სისტემას უფრო ნაკლები ღრუბელური წარმონაქმნი ექნება. ეს კი, არსებობის შემთხვევაში დღე-ღამეში 2-ჯერ, ალიონისა და დაისის ხილვის საშუალებას მოგვცემდა.
ნასას პლანეტამონადირე კეპლერის ტელესკოპი მდებარეობს სილიკონ ველზე, რომელსაც მონიტორინგს კეპლერის მისიის გუნდი უწევს.
აქვე შეგიძლიათ იხილოთ ნასას ვიდეო რგოლი.