ერაყის სამთავრობო ძალებმა დასავლეთ მოსულზე შტურმი განაახლეს.გამთენიისას არმის შენაერთებმა ბაბ-ელ-ჯადიდის რაიონი დაიკავეს. შეტაკებისას ისლამური სახელმწიფოს 13 მებრძოლი დაიღუპა. დასავლეთ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია ერაყის არმიამ 19 თებერვალს დაიწყო.