თბილისის მერმა გიგი უგულავამ თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მერიის ახალი პროექტი - "თბილისელების ადვოკატი" სტუდენტებს გააცნო.
თბილისის მერია სტუდენტებს სტაჟირების ახალ პროგრამას და კვლიფიკაციის ამაღლებას, ხოლო მოქალაქეებს უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს.
სამთვიანი სტაჟირების პერიოდში სტუდენტები უფასო იურიდიულ მომსახურებას იმ მოქალაქეებს გაუწევენ, რომლებიც მერიას და სხვადასხვა რაიონის გამგეობებს სოციალური პრობლემებით მიმართავენ.
პირველ ეტაპზე სტაჟირებას 100 სტუდენტი გაივლის. თბილისის მერმა პროექტი რამდენიმე კვირის წინ წარმოადგინა.
უგულავას განცხადებით, თბილისელებს შესაძლოა პრობლემები ჰქონდეთ ყველა უწყების, მათ შორის მერიის სამსახურების მიმართაც. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პროექტი მერიისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი იყოს.
უმაღლეს სასწავლებლებში სტაჟირების მსურველთა საბუთების მიღება უკვე დაწყებულია.