თეთრი სახლის პრეს-მდივანი ბოდიშს იხდის. უხერხულ სიტუაციაში შონ სპაისერი მას შემდეგ არმოჩნდა, რაც თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ასადის დონემდე ნაცისტური გერმანიის ლიდერი ადოლფ ჰიტლერიც არ დაცემულა და ქიმიური იარაღი არ გამოუყენებია. ამის შემდეგ ჟურნალისტები იმით დაინტერესდნე, იცოდა თუ არა საერთოდ სპაისერმა ჰოლოკოსტისა და გაზის კამერების შესახებ. მოგვიანებით თეთრი სახლის მდივანმა ინტერვიუ CNN-ს მისცა. „ეს ჩემი შეცდომაა და ბოდიშს ვიხდი. ვწუხვარ, რომ პრეზიდენტს იმედები გავუცრუე,“-აღნიშნა სპაისერმა.