საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განაცხადებით, მიმდინარე წლიდან აგრონომების გადამზადების პროგრამა დაიწყება.
ამის შესახებ სააკაშვილმა დღეს რუსთაველის თეატრში ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესი გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"მიუხედავად იმის, რომ ჩვენ ძალიან დიდი ემბარგოს ქვეშ აღმოჩნდით, მეღვინეობა მაინც ვითარდება. ჩვენი ამოცანაა ყველა სოფლებში სოფლის მეურნეობის დარგში შევიტანოთ ცოდნა. იმ პირობებში, რომ ჩვენი მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფლებში ცხოვრობს, სადაც ჯერ კიდევ დიდი გაჭირვებაა, მაგრამ შიმშილით სიკვდილი პრობლემა ნამდვილად აღარ დგა, როგორც ეს რამდენიმე წლის წინ იყო. მაგრამ, არის სიღარიბის, გაჭირვების, სიდუხჭირის პრობლემა. აქედან გამოსვლა კი სოფლებში სწავლული სპეციალისტების შეყვანა", - განაცხადა სააკაშვილმა
მისივე თქმით, ქვეყანას სწავლული აგრონომები სჭირდება. ხალხი, რომელმაც თანამედროვე ტექნოლოგიები იცის.
"მიმდინარე წლიდან აგრონომების გადამზადების პროგრამას ვიწყებთ, რომლის ფარგლებშიც ყოველ წლიურად 100 აგრონომი ჯერ ინგლისურში მომზადებას გაივლის, შემდეგ კი საზღვარგარეთ თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების შესასწავლად გავუშვებთ, მათ შორის მეღვინეობის დარგში. ჩვენ ცოდნას შევიტანთ სოფლად, რაც სიდუხჭირიდან ამოგვიყვანს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში შოთა რუსთაველის სახლობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში ღვინის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ ღონისძიება - ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესი მიმდინარეობს.