საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლას აფასებს და აცხადებს, რომ ეს გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
მისივე თქმით პრეზიდენტმა ისეთი საკითხები მიმოიხილა და ახსენა, რომლის შესახებაც, ბოლო პერიოდში, საქართველოში ძალიან ბევრს საუბრობენ.
„ნატო-სთან დაკავშირებით გეტყოდით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულება და პოზიცია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ცნობილია. ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს და ამისთვის მრავალმხრივი მხარდაჭერა გვაქვს გამოხატული“, - აღნიშნა ელჩის მოადგილემ.