შეერთებული შტატების მიერ სირიული აეროდრომის დაბომბვის ფაქტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. „ეს ყველაფერი ძალიან გვაგონებს 2003 წლის ერაყის მოვლენებს, როდესაც შეერთებული შტატები, ბრიტანეთი და მათი მოკავშირეები ერაყის ტერიტორიაზე გაეროს უშიშროების საბჭოს თანხმობის გარეშე შეიჭრნენ. ამით მათ საერთაშორისო ნორმები უხეშად დაარღვიეს. ამერიკელებმა ვერც დღეს წარმოადგინეს იმის მტკიცებულებები, რომ სირიის ხელისუფლებამ იდლიბში ქიმიური იარაღი გამოიყენა. სირიის წინააღმდეგ განხორციელდა ღია აგრესია გამოგონილი მიზეზით,“-აღნიშნა სერგეი ლავროვმა.