ახალი საგადასახადო კოდექსი კერძო უმაღლესი სასწავლებლების დაბეგვრასაც ითვალისწინებს. როგორც ფინანსთა მინისტრი, კახა ბაინდურაშვილი განმარტავს, ახალი საგადასახადო კოდექსით დღგ-ს გადამხდელთა ბაზა ფართოვდება, რომლის მიხედვითაც დღგ-ს გადახდა კერძო უმაღლეს სასწავლებლებაც მოუწევს.
ფინანსთა მინისტრის განმარტებით, კერძო უმაღლესებს სოლიდური შემოსავალი აქვთ და შესაბამისად დამატებითი ღირებულების გადასახდითაც უნდა დაიბეგრონ.
იმავდროულად ახალი კოდექსით სამედიცინო აპარატურის მიწოდება-გაყიდვაც დაიბერგება. ახალი კოდექსით დღგ-ს გადაიხდის ყველა კომპანია, რომლის ბრუნვაც 200 ათას ლარს აღემატება.