დღეს, ახმეტას ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი და კახეთის გუბერნატორის მოადგილე პეტრე კიკნაძე ესტუმრებიან.
როგორც კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში განმარტავენ მაღალჩინოსნები რაიონში მიმდინარე ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესს ადგილზე დაათვალიერებენ და მოსახლეობას შეხვდებიან.
შეხვედრა სოფელ ქისტაურიდან დაიწყება. ქისტაურის შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ოჟიოში ჩავლენ.
ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი რეგიონში 2013 წელს დასრულდება.