"გაზპრომის" ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა რუსეთის პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან შეხვედრისას პრეზიდენტს აუწყა, რომ ბელორუსი აღიარებს გაზის დავალიანებას, მაგრამ რუსეთს სთავაზობს, ამ ვალის გადახდა ავტომობილებით, მოწყობილობებითა და სხვა მეთოდებით განახორციელოს.
ამაზე დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსული კანონმდებლობის შესაბამისად, უცხო ქვეყნის გადახდები მხოლოდ უცხოურ ვალუტაში უნდა განხორციელდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს კანონს ეწინააღმდეგება.
მილერმა განაცხადა, რომ კონტრაქტის შესაბამისად "გაზპრომმა" ვალის პროპორციული გაზს მიწოდების შეზღუდვები უნდა დააწესოს. რუსული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტმა მოიწონა ეს პოზიცია და დასძინა, რომ აუცილებელია შესაბამისი პროცედურის განხორციელება დაიწყოს, თან ბელორუს პარტნიორებთან ურთიერთობა შენარჩუნდეს.