ხვალ 4 ნოემბერს, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 2:00-დან 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება თბილისის რამდენიმე ქუჩებსა და დაწესებულებებს.
კომპანია `ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის~, წარმომადგენელთა განცხადებით, წყალმომარაგება შეეზღუდება პეკინის, შარტავას, მგალობლიშვილის, ჟვანიას, ბახტრიონის, საბურთალოს, გამრეკელის, საირმის, მიცკევიჩის, თამარაშვილის, ყიფშიძის, აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის, თაქთაქიშვილის, ატენისა და მათ მიმდებარე ქუჩებს. ჭავჭავაძის გამზირსა და ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს; ქ. თბილისის მერიას, `დიპლომის შემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის კლინიკას~ (ყოფილი მე-9 საავადმყოფო) და `ს. ხიჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკას~.
კომპანია `ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი~ ითვალისწინებს მოსალოდნელ დისკომფორტს და ბოდიშს უხდის თავის მომხმარებლებს.