პარიზში ვილპენტის კომუნაში კარნავალის მსვლელობისას ძლიერი აფეთქება მოხდა. შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის, კომუნის მერიც. აფეთქების მიზეზი ტერაქტი არ ყოფილა. როგორც ირკვევა, კარნავალის მონაწილეებს თივისა და ხისგან გაკეთებული საფრთხობელისთვის ცეცხლი უნდა წაეკიდებინათ, როდესაც აფეთქების ხმა გაისმა. რამ გამოიწვია აფეთქება, ჯერჯერობით უცნობია.