კოლუმბიაში მეწყერმა 200-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 206 ადამიანია დაღუპული, არმიის პრეს-სამსახურის ცნობით კი დაღუპულთა რაოდენობა 254-ს აღწევს. სამაშველო სამუშაოები სტიქიური უბედურების ზონაში ამ წუთებშიც გრძელდება. პუტუმაიოს პროვინციაში იმყოფება პრეზიდენტი სანტოსიც.