ამერიკის სენატის დაზვერვის კომიტეტმა პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს, მაიკლ ფლინს იმუნიტეტის მინიჭებაზე უარი უთხრა. ფლინი ხელშეუხებლობის გარანტიას საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ ითხოვდა.
სენატში განმარტეს, რომ ფლინის თხოვნა ამ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა, თუმცა მომავალში ასეთი გარიგება გამორიცხული არ არის. მანამდე კი სხვა მოწმეები უნდა დაკითხონ.
დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინმა თანამდებობა 14 თებერვალს დატოვა. ამის მიზეზი რუსეთის ელჩ სერგეი კისლიაკთან წინასაარჩევნო პერიოდში შემდგარი სატელეფონო საუბრი გახდა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა.