ავსტრიაში 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის თამბაქოს მიყიდვა აიკრძალება. შესაბამის კანონპროექტს მხარი 9-ვე ფედერალური მიწის ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტებმა დაუჭირეს. ინიციატივა კი ოჯახისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, სოფი კარმასინს ეკუთვნის. დღემდე ავსტრიაში თამბაქოს შეძენა 16 წლამდე მოზარდებს ეკრძალებოდათ.