დონალდ ტრამპი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ახლადგამოცემული კანონის ხელმოწერის ცერემონიალზე მან დარბაზიდან გასვლა იჩქარა. პრეზიდენტი ოვალური კაბინეტიდან ისე გავიდა, რომ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია. მას ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი დაედევნა და შეახსენა, რომ დოკუმენტი ხელმოსაწერი იყო, მაგრამ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში დაბრუნება არ ისურვა. ამის შემდეგ პენსმა საბუთები მაგიდიდან აიღო და დარბაზი თვითონაც დატოვა. ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ტრამპმა ყოფილ მრჩეველ მაიკლ ფლინზე შეკითხვებს აარიდა თავი. ფლინს თანამდებობის დატოვება რუსეთთან დაკავშირებული სკანდალის გამო მოუხდა.