ივანკა ტრამპი და მისი ქმარი ჯერედ კუშნერი 740 მილიონამდე დოლარის ღირებულების აქტივებს ფლობენ. საგადასახადო დეკლარაცია ტრამპის ქალიშვილის მეუღლემ შეავსო, რომელიც თეთრი სახლის ლიდერმა საკუთარ მრჩევლად დანიშნა. დოკუმენტის თანახმად, ივანკა ტრამპის პარფიუმერული და ტანსაცმლის ბიზნესი 50 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ის ასევე „ინთერნეიშენალ ტრამპ ჰოტელის“ აქტივებიდან 25 მილიონიან წილს ფლობს. დეკლარაციის მიხედვით, ცოლ-ქმრის შემოსავალმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში 195 მილიონი დოლარი შეადგინა.