ხანმოკლე ჩავარდნის შემდეგ ფრანსუა ფიიონის რეიტინგმა ისევ მოიმატა. სოციოლოგიური გამოკითხვა ბი-ვი-ეი-სეირსფორსმა ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატს მხარს ამომრჩეველთა 19 პროცენტი უჭერს. ერთი კვირის წინ ეს მაჩვენებელი 17 პროცენტს არ აღემატებოდა. რეიტინგის ლიდერი საფრანგეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ემანუელ მაკრონია, მეორე ადგილს კი ეროვნული ფრონტის ლიდერი მარინ ლე პენი იკავებს.