ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები მოსულის მცხოვრებლებს ქალაქიდან გასვლის საშუალებას არ აძლევენ. გენერალ ალ-ჰავაჯის განცხადებით, ერაყის სახელისუფლო ძალებს მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით დერეფნები აქვთ გახსნილი, თუმცა ისლამისტები ადგილობრივ მცხოვრებლებს ზურგში ესვრიან. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქალაქიდან გასვლის მცდელობისას რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა.