ბობ დილანმა დღეს შესაძლოა ნობელის პრემია მიიღოს. მუსიკოსი შვედეთის დედაქალაქში კონცერტებს გამართავს. საგასტროლო ტურნეს ფარგლებში მას პრესტიჟული ჯილდო და დიპლომი გადაეცემა. რაც შეეხება ფულად ჯილდოს, მუსიკოსი 8 მილიონ შვედურ კრონს მანამდე ვერ მიიღებს, სანამ ნობელის წესდებით გათვალისწინებულ ლექციას არ მოაწყობს. ამისთვის მას ვადა 10 ივნისამდე ეძლევა. დეკემბერში ნობელის პრემიის ლაურეატთა დაჯილდოვების ცერემონიალზე დილანი არ ჩავიდა და არც ჯილდო მიუღია. ნობელის პრემია მას პოეზიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიანიჭეს.