უკრაინის პრეზიდენტმა საშემოსავლო დეკლარაცია გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს პოროშენკოს შემოსავალმა 12 მილიონი გრივენი შეადგინა. აქედან 366 342 გრივენი უკრაინის ლიდერმა ხელფასის სახით მიიღო, 12 მილიონი გრივენი კი მას ანაბარზე პროცენტის სახით აქვს მიღებული. მის მფლობელობაშია კიევის სახლი 1300 კვადრატული მეტრის ფართობით, 35 ათასი კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი, ასევე, რამდენიმე ბინა კიევში, ოდესასა და ვინიცაში. უკრაინის პრეზიდენტს 2010 წლის მერსედეს ვიტო, კატერი, სურათების კოლექცია, როიალი და სხვა ძვირადღირებული ნივთებიც აქვს.