საქართველო "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" ნავთობსადენზე დივერსიას ამზადებს. ნავთობსადენის ქართული მონაკვეთის აფეთქება 22-23 ივნისააა დაგეგმილი. ამ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. კერძოდ, "ნეფტ როსიის" ინფორმაციით, "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" ნავთობსადენზე აფეთქების შესახებ, ინფორმაციას საიტი "Haberburhaniye.com"-ი ავრცელებს.
სანდო წყაროებზე დაყრდნობით, თურქული გამოცემა იუწყება, რომ 22-23 ივნისს "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" ნავთობსადენის ქართულ მონაკვეთზე აფეთქება მოხდება.
"ამის შემდეგ ამფეთქებლებს საქართველოს კონტრდაზვერვა დააკავებს. ტერაქტის შემსრულებლებად საზოგადოებასა და პრესაში ორი სომეხი ეროვნების მამაკაცი დასახელდება, რომლებიც 2007 წელს ახალქალაქიდან გაყვანილ რუსულ სამხედრო ბაზაზე მსახურობდნენ. ადრევე დაწერილ თავის ჩვენებებში ისინი დაწერენ, რომ რუსული სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდნენ", _ იუწყება თურქული წყარო.
მასალის გამოყენების პირობები