სამხრეთ კორეის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი სასამართლომ შესაძლოა დღეს გასცეს. პან კინ ხეს პროკურატურა კორუფციულ გარიგებებსა და საიდუმლო ინფორმაციის სხვა პირებისთვის გადაცემაში ადანაშაულებს. კორუფციული სკანდალის გამო მას პარლამენტმა იმპიჩმენტი მოუწყო. საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ კანონიერად ცნო.