თურქეთმა "დროებითი სანომრენიშნიანი დახურული ფურგონის ტიპის" სატრანსპორტო საშუალებებისგან სატრანზიტო მოსაკრებლების დაწესება 1-ლი სექტემბრისთვის გადადო.
მიზეზი ავტომანქანის ტიპის განსაზღვრასთან დაკავშირებული სამუშაოა. ოფიციალური წერილი ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ერთიანმა სატრანსპორტო ადმინისტრაციამ თურქეთის რესპუბლიკიდან 16 ივნისს მიიღო.
როგორც ცნობილია, თურქეთის მხარე "დროებითი სანომრენიშნიანი დახურული ფურგონის ტიპის" სატრანსპორტო საშუალებებისგან სატრანზიტო მოსაკრებლების დაწესებას 1-ლი ივნისიდან აპირებდა.