თაბუკაშვილის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი სახლი შეიძლება ნებისმიერ წუთს დაინგრეს. თაბუკაშვილის # 25-ში მდებარე ორსართულიანი ავარიული შენობის საყრდენი დღეს დილით გაიბზარა. სახლი წვიმამ კიდევ უფრო დააზიანა. შენობა უკვე დატოვა 8 ოჯახმა.
სამაშველო ბრიგადები სახლთან დილის 11:00 საათიდან იმყოფებიან.
ადგილზე იმყოფება ექსპერტთა ჯგუფი, რომელთა დასკვნითაც შენობა გამაგრებას აღარ დაექვემდებარება და თუკი იგი თავისით დღის განმავლობაში არ დაინგრევა მისი დემონტაჟი მოგვიანებით მოხდება.
თუმცა რვა ოჯახის კუთვნილი საყოფაცხოვრებო ნივთები კვლავ შენობაში იმყოფება.
მკაცრად კონტროლდება შენობის პერიმეტრი და არავის აქვს უფლება შენობის სიახლოვეს გაიაროს.
ადგილზე ასევე იმყოფება ძველი თბილისის გამგებელი დავით ავალიანი, რომელიც აცხადებს, რომ იგი უზრუნველყოფს რვავე ოჯახის დაბინავებას.