ირანი ამერიკულ სანქციებს საპასუხო ზომებით პასუხობს. შეზღუდვები თეირანმა 15 ამერიკულ კომპანიას დაუწესა. „პერსონა ნონ გრანტად ცხადდება ის კომპანიები, რომებიც ისრაელის სიონისტურ რეჟიმთან კავშირსა და ტერორიზმის მხარდაჭერაში არიან ეჭვმიტანილი,“-ნათქვამია ირანის საგარეო უწყების განცხადებაში. ორი დღის წინ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები ირანის, ჩრდილოეთ კორეისა და სირიის 30-მდე კოპანიასა და ფიზიკურ პირს დაუწესა.