ხარკოვში ხანძარი ლოკალიზებულია. ამ დროისათვის საგანგებო სიტუაციათა სამსახური ხანძრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს იწყებს. 3 დღის წინ ბალაკლეის საბრძოლო მასალების საწყობში გაჩენილმა ხანძარმა კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა. კატასტროფას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობას უკრაინის ხელისუფლება რუსეთს აკისრებს. ოფიციალური კიევის განცხადებით, მოსკოვმა უკრაინის წინააღმდეგ დივერსიული აქტი განახორციელა.