ჯანდაცვის პროგრამები სადაზღვევო პროგრამიდან დარჩენილი თანხით გაიზრდება. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა სანდრო კვიტაშვილმა დღეს პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც განიხილეს 2010 წლის ბიუჯეტში ცვლლებების შეტანის პროექტი.
როგორც სანდრო კვიტაშვილმა აღნიშნა, იმ 215-მილიონიდან, რითაც იზრდება მიმდინარე წლის ბიუჯეტი, ჯანდაცვის სფეროსთვის არანაირი თანხა არ არის გამოყოფილი, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის პროგარმებს დაფინანსების შესრულებას არანაირი პრობლემა არ შეექმნება და პროგრამებზე გადამისამართდება ის თანხა, რომელიც სამინისტროს დარჩა იაფი დაზღვევის განხორციელებიდან.
კვიტაშვილს არ დაუკონკრეტებია თანხის მოცულობა, რაც ჯანდაცვის პროგრამიდან არის დარჩენილი, თუმცა აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებას პრობელმა არ შეექმმნება.
შეგახსენებთ. რომ პროგრამების დაფინანსების საკითხს აქტიურად აყენებენ ქრისტიან-დემოკრატები და მათ მიაჩნიათ, რომ ბიუჯეტის გაზრდის პირობებში აქცენტი პირველ რიგში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებზე უნდა გაკეთდეს.
2010 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის პროექტს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს.