ძველ თბილისში ბააზოვის ქუჩაზე ორსართულიანი სახლის კედელი ჩამოინგრა. შენობა მიტოვებული იყო და ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფებოდნენ გამგეობისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები.
უსაფრთხოების მიზნით, მეზობელი სახლების მეპატრონეებს გამგეობა ქირით გაყვანას სთავაზობს. ნგრევის გამო დაზიანდა ბუნებრივი აირის მილი, რომლის აღდგენითი სამუშაოები ამ დილიდან დაიწყება.