გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გიორგი ხაჩიძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი შონვაძემ და „კავკასიის დაცული ტერიტორიების ფონდის (CPAF) აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ მორისონმა საგრანტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
შეთანხმების მიხედვით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მხარდასაჭერად, 2010-1012 წლებისთვის „კავკასიის დაცული ტერიტორიების ფონდი" გამოყოფს 277 000 ევროს დაფინანსებას, რომელიც მოხმარდება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციული შენობის და ვიზიტორთა ცენტრის რეაბილიტაციას.