დღეს, 18 ივნისს, 12:00 საათზე, კოალიცია "სამოქალაქო განვითარებისთვის" ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია თემაზე: კოალიცია "სამოქალაქო განვითარებისთვის" სარჩელი, ტელეკომპანიების მიერ ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადებასთან დაკავშირებით, დაკმაყოფილდა.
კოალიცია "სამოქალაქო განვითარებისთვის" სარჩელის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ტელეკომპანიების: "რუსთავი 2"-ისა და "იმედი"-ს მიერ საქართველოს ორგანული კანონი "საარჩევნო კოდექსის" დარღევის ფაქტები.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ტელეკომპანიებს შეეფარდათ ადმინისტრაციული სახდელი ჯარიმის სახით.
დღესვე, 11:00 საათზე, ვახტანგ მაისაიას უფლებების დამცველი ადვოკატი - ნათია კორკოტაზე გამართავს პრესკონფერენციას მისი დაცვის ქვეშ მქყოფის - ვახტანგ მაისაიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით.