მასშტაბური სამაშველო ოპერაცია ხმელთაშუა ზღვაში. სიცილიის სანაპიროებთან მაშველებმა 3 ათასზე მეტი არალეგალი იმიგრანტი გადაარჩინეს. ისინი ევროპის ტერიტორიაზე შეღწევას ნავებითა და ბორნებით ცდილობდნენ. 1500-მდე არალეგალი სანაპირო დაცვის გემით აუგუსტას პორტში უკვე გადაიყვანეს.