18 ივნისს, 12:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაციების საარჩევნო მედიაცენტრში (მარი ბროსეს ქუჩა #6) ჩატარდება ორგანიზაცია "საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოსთვის" პრესკონფერენცია.
ორგანიზაცია 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს შეაჯამებს. აქცენტი გაკეთდება გამოკვეთილი პრობლემების გადაჭრის გზებზე და საარჩევნო პროცესში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის დონის ამაღლებაზე.
მასალის გამოყენების პირობები